otarex არის მსოფლიო ლიდერი კომპანია გაზის მართვის სისტემებში, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სარქველებს, რეგულატორებსა და უსაფრთხოების მოწყობილობებს სხვადასხვა ინდუსტრიისთვის.
Rotarex-სა და ვეზირის პარტნიორობა წარმატებით ვითარდება 2018 წლიდან. ამ წლების განმავლობაში ვეზირმა საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა:სასტუმრო Park Hotel Tsinandali-სა და Wendy-ს მიაწოდა და დანერგა Rotarex-ის ბრენდის სამზარეულოს ხანძრის ავტომატური დეტექციის და ქრობის სისტემები. ასევე Evolution Gaming Georgia-სა, GWP-თვისა და მსოფლიო ბანკისთვის დანერგა გაზით ქრობის სისტემები.
Rotarex-თან თანამშრომლობა ვეზირს აძლევს შესაძლებლობას ადგილობრივ ბაზარს შესთავაზოს უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით აღჭურვილი, სანდო და გამართული სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, რომლებიც მორგებულია კონკრეტულ ობიექტზე და მომხმარებლის საჭიროებებზე.