განხორციელებული პროექტები

უსაფრთხოების სისტემების დანერგვა სასტურმო Encore Ramada-ში

განხორციელებული პროექტი მოიცავს სასტუმრო Encore Ramada-სთვის უსაფრთხოების სისტემების, კერძოდ, Uniview-ს ბრენდის ვიდეო მეთვალყურეობის სისტემის, ასევე Salto-ს სასტუმროს ოთახების კარის ელექტრონული საკეტების და მობილური გასაღებების მიწოდებას და დანერგვას.

Electronic Door Lock System and Remote Control Implementation in Impact Hub Tbilisi

SALTO -ს კარის ელექტრონული საკეტების სისტემა და მობილური გასაღებები. საკეტის მეხსიერება იტევს დიდი რაოდენობით ინფორმაციას, რაც ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს. ბარათები გვეხმარება კონტროლისა და საკეტის გაღების ფუნქციის განხორციელებაში.

თანამედროვე დაშვების სისტემები Terminal-ის Co-working სივრცეებში

დაშვების სისტემების მიწოდება და მონტაჟი შპს ტერმინალის Co-Working -ისთვის. მომსახურება მოიცავს კარის ელექტრონული საკეტების სისტემას და მობილურ გასაღებებს SALTO-ს პროდუქტების გამოყენებით. ელექტრონული საკეტების სისტემა სრულად მორგებულია შენობის სტილთან და უზრუნველყოფს მის მაქსიმალურ დაცვას.

Genesys-ის ქოლ ცენტრის სისტემის დანერგვა TBC ბანკის უზბეკეთის ფილიალში

თიბისი ბანკის უზბეკეთის ფილიალს მივაწოდეთ Genesys-ის ქოლ ცენტრის სისტემა და განვახორციელეთ მისი ინტეგრაცია, როგორც სტანდარტული ფუნქციონალით, ასევე,  Facebook მესენჯერთან, Telegram-თან და ვიდეო ჩეთთან. ზარების განაწილების მოსახერხებელი ალგორითმები ამაღლებს ოპერატორთა მუშაობის ეფექტურობას და მინიმუმამდე დაჰყავს დაკარგული ზარების რაოდენობა. საუბრების ჩაწერის ფუნქცია და ჩანაწერების ძიების მოქნილი მექანიზმი აუმჯობესებს სატელეფონო მომსახურების ხარისხს.

Honeywell-ის ოთახების მართვის სისტემის დანერგვა Kempinski-ს სასტუმროსთვის.

Inncom (Honeywell)-ის ბრენდის ოთახის მენეჯმენტის სისტემის (RMS) მიწოდება და დანერგვა სასტუმრო Kempinski-ის Mockup ოთახისთვის. სისტემის დახმარებით ცენტრალიზებულად და ავტომატიზებულად იმართება სასტუმროს ოთახებში განათების, გათბობა-გაგრილების, ფარდების, ტელევიზორის, მუსიკალური სისტემის, რადიოსა თუ სხვა მომსახურების ფუნქციონირება. სისტემის დახმარებით ეფექტურად კონტროლდება ენერგო მოხმარება, სწრაფად ვლინდება ესა თუ ის ტექნიკური საჭიროება და ხდება დროული რეაგირება.

Evolution Gaming Georgia

Evolution Gaming Gorgia-ს D ბლოკის სასერვერო ოთახის ხანძრის ავტომატური დეტექციის და გაზით NOVEC 1230 ქრობის სისტემებით უზრუნველყობა, ასევე სრულად D და H ბლოკების ხანძარსაწინააღმდეგო და ხმოვანი ევაკუაციის სისტემებით აღჭურვა და მონტაჟი. სისტემები მოეწყო ისეთი საერთაშორისო ბრენდების გამოყენებით, როგორიცაა Honeywell, Xtralis, Rotarex, Kentec. სახანძრო უსაფრთხოების სისტემების დიზაინი და მოწყობა სრულად მორგებულია სასერვერო ინფრასტრუქტურის და თავისებურებებზე. ჩვენი მომსახურება მოიცავს უსაფრთხოების სისტემების პროექტირებას, ინსტალაციას და ინსტალაციის შემდგომ ტექნიკურ მხარდაჭერას.

საქართველოს რკინიგზა

პროექტის აღწერა: წელი: 2014 საკონტროლო აპარატურის კონტეინერებში დაცვითი და ხანძრის ქრობის სისტემების მოწყობა, სადისპეტჩერო ცენტრიდან ცენტრალიზებული მონიტორინგის შესაძლებლობით. სპეციალურ კონტეინერებში

გალერია თბილისი

წელი: 2017 დამკვეთი: გალერია თბილისი პროექტის აღწერა: IT ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების გადაწყვეტების: ვიდეომეთვალყურეობის, დაშვების კონტროლის, შეღწევის საწინააღმდეგო სისტემების, აუდიო გახმოვანებისა

Go to Top