ცოდნის ბაზა გვეხმარება როგორც პროდუქტიულობის, ასევე თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდაში. იგი უზრუნველყოფს მომხმარებელთან კომუნიკაციის თანმიმდევრულობასა და სიზუსტეს. ხელს უწყობს ტრენინგებისა და თვითგანვითარებაზე ზრუნვისთვის მეტი დროის გაჩენას. ასევე კომპანიაში არსებული ცოდნის შენარჩუნებას, გადაცემასა და განვითარებას. ცოდნის ბაზა გამოგვადგება დისტანციური თანამშრომლების მხარდაჭერაში, ახალი აყვანილი თანამშრომლების სწრაფად დატრენინგებაში და გუნდური მუშაობის ხელშეწყობაში.სრულად ფუნქციონალური ცოდნის ბაზა მომხმარებლებს უადვილებს პროდუქტის გამოყენების სწავლას და ეხმარება პრობლემების გადაჭრაში.

ცოდნის მართვის პორტალი არის ციფრული პლატფორმა, რომელიც შეიცავს ყველა სახის ინფორმაციას კომპანიის შესახებ, მათ შორის სამუშაო ადგილის პოლიტიკას, SOP-ებს, თანამშრომლების მონაცემებს, შიდა დოკუმენტაციას და სხვა. შიდა დოკუმენტაცია ეხმარება თანამშრომლებს შეასრულონ თავიანთი სამუშაო მათი კომპანიის შიდა ცოდნის ჩანაწერის შენახვით.

Document 360 არის პროდუქტი,რომელიც საშუალებას გაძლევთ, შექმნათ, მართოთ და გააზიაროთ ცოდნის ბაზა, პროდუქტის დოკუმენტაციები, ცნობარები, SOP-ები და Wiki-ები.

Document 360 გეხმარებათ:

  • თქვენი ცოდნის ბაზა დაყოთ კატეგორიებად და ქვეკატეგორიებად
  • იოლი ნავიგაციისთვის წარმოადგინოთ თქვენი ცოდნის ბაზის იერარქიული ხედვა.

Document 360 აადვილებს დოკუმენტაციის შექმნისა და მართვის პროცესს. მისი ძლიერი ფუნქციების მქონე მოსახერხებელი ინტერფეისი აძლიერებს დოკუმენტაციის მთელ პროცესს, უფრო იოლს და ეფექტიანს ხდის მას. ის გთავაზობთ მოსახერხებელი პლატფორმას ვიზუალურად მიმზიდველი და ადვილად მართვადი თანამედროვე დოკუმენტაციის შექმნას.

Document 360 დოკუმენტაციას ანაწილებს ცალკეულ გვერდებად, რაც მას ვიზუალურად უფრო მარტივად გასაგებს ხდის.

სწრაფი და ძლიერი ძიების შესაძლებლობით, შეგიძლიათ სწრაფად იპოვოთ სწორი სტატიები.

ძლიერი ანალიტიკა კი გეხმარებათ მონაცემებით მხარდაჭერილი ქმედებების განხორციელებაში.

პარტნიორი ბრენდები:

Document 360