ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე ინოვაციურმა პროგრესმა მაუწყებლობის ადაპტაცია გარდაუვალი გახადა. ტრადიციული საეთერო ან საკაბელო მაუწყებლობა არ პასუხობს თანამედროვე მაყურებლის მოთხოვნებს. IP ტელევიზია ეს არის სატელევიზიო სერვისი ყველაზე მაღალი ხარისხის გამოსახულებით და უნიკალური ფუნქციებით: გადახვევა, დაპაუზება, გადაცემების სხვადასხვა ენებზე ნახვის შესაძლებლობა, HD ხარისხი, რაც მაყურებელს მიეწოდება IP ქსელით და ვიდეო ნაკადი კოდირებულია როგორც IP პაკეტები. ასეთ ტელევიზიას არ სჭირდება თანამგზავრული ანტენები, დამატებითი მოწყობილობები და კაბელები. მისი ყურება შესაძლებელია ყველგან, სადაც ინტერნეტია.

სისტემა გვთავაზობს როგორც სტანდარტული სატელევიზიო არხების პაკეტებს, ასევე დამატებით პაკეტების არჩევის და სხვა სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობას, როგორიცაა ინტერნეტი, მობილური, ფიქსირებული ტელეფონია. სისტემას აქვს სხვადასხვა მოწყობილობის მხარდაჭერა  (კომპიუტერი, სმარტ ტელევიზორი, სმარტფონი, პლანშეტი, ანდროიდული TV ბოქსი).

პარტნიორი ბრენდები:

Samsung, LG, Otrum.