ტექნიკური ხარისხის უზრუნველყოფისა და  კონტროლის ხელმძღვანელი, კვლევებისა და განვითარების ტექნიკური ხელმძღვანელი, ექსპერტი სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით

პროფესიით ფიზიკოსი, რადიო ფიზიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მაგისტრი, ინჟინერი 25 წლიანი სამუშაო გამოცდილებით. 2006 წლიდან ვეზირის გუნდის გამორჩეული წევრია. სხვადასხვა დროს  ეკავა ინჟინრის, სისტემური ინჟინრის, ტექნიკური დირექტორის და მთავარი ტექნიკური ექსპერტის საპასუხისმგებლო პოზიციები. თავისი უშუალო საქმიანობის პარალელურად ტექნიკური პერსონალის მენტორობას და სწავლებასაც წარმატებით ართმევს თავს. დღეს ის ჩვენი ტექნიკური პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს აკონტროლებს და მაღალი საერთაშორისო სტანდარტით მუშაობას უზრუნველყოფს, ასევე, კვლევებისა და განვითარების მიმართულებით კომპანიის პოტენციალის გაზრდას და ახალ სფეროებთან შეჭიდების პერსპექტივებს ქმნის.