
ინჟინერი, უსაფრთხოების სისტემების გუნდის ლიდერი
პროფესიით ფიზიკოსი, 2005 წლიდან მოღვაწეობს საინჟინრო სფეროში, 2010 წლიდან დღემდე კომპანია ვეზირის ტექნიკური გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრია. მან ტექნიკოსის პოზიციით დაიწყო და მოკლე დროში გახდა ჯერ უსაფრთხოების სისტემების ინჟინერი, შემდეგ სისტემური ინჟინერი, დღეს კი უსაფრთხოების სისტემების გუნდის ლიდერი და მენტორია.