რისკების მართვისა და კონტროლის სერვისი მოიცავს უსაფრთხოების დაცვის სრულ პაკეტს როგორც ტექნოლოგიური სისტემების გამოყენებით, ისე ცოცხალი ძალით. მომსახურების ეფექტური განხორციელების მიზნით შექმნილი სპეციალური სტრუქტურული ერთეული, რისკების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტი უზრუნველყოფს დამკვეთის ობიექტზე რისკების და საფრთხეების იდენტიფიცირებას, ანალიზს და პრევენციას,  პერსონალის და მატერიალური აქტივების დაცვას,  უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას, ინფორმაციის დაცულობას, საგანგებო სიტუაციებში დროულ და კვალიფიციურ რეაგირებას. 24 საათიანი კონტაქტ ცენტრი და უსაფრთხოების ელექტრონული სისტემების ოპერირების ჯგუფი უწყვეტ მონიტორინგს უწევს დასაცავ ობიექტს.

სერვისი ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად. მომსახურების ფარგლებში დასაქმებული პერსონალი დადგენილი პერიოდულობით გადის კვალიფიკაციის ასამაღლებელ სწავლებებს და გადამზადებას.