ელექტრონული საკეტების სისტემა შენობის მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს, მორგებულია სასტუმროს სტილთან და ამასთან, ამცირებს საექსპლუატაციო დანახარჯებს. სისტემა მოიცავს კარის საკეტებს, კოდირების მოწყობილობას გამღები ბარათისთვის, ბარათ-გასაღებს და სისტემის მართვის პროგრამულ უზრუნველყოფას. საკეტის მეხსიერება იტევს დიდი რაოდენობით ინფორმაციას, რაც ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს. ავტომატური შემოწმების ფუნქცია გატყობინებთ ელემენტების შეცვლის ან საკეტის არასწორი მოხმარების შესახებ. ბარათები გვეხმარება კონტროლის და საკეტის გაღების ფუნქციის განხორციელებაში.

საკეტების სისტემა შეიძლება იყოს უკაბელო, რაც ამარტივებს მათ ინსტალაციას და მათ შორის კავშირი ხდება როგორც ბარათების, ისე ცენტრალიზებული ქსელური Online სისტემების საშუალებით.

პარტნიორი ბრენდები:

Salto, Saflok (DormaKaba), Enkoa.