შიდა სატელეფონო კომუნიკაცია ყველა ორგანიზაციის ეფექტური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტი და ინტერაქციის ყველაზე მოქნილი საშუალებაა. ის უზრუნველყოფს დისტანცირებულ ოფისებსა თუ ოთახებს შორის მონაცემთა ეფექტურ და მყისიერ ურთიერთგაცვლას.

სისტემა ხორციელდება თანამედროვე IP ტელეფონებით, ATS და ხმოვანი ქსელური ინტერფეისით. ATS აპარატები განკუთვნილია სიგნალების და ზარების დისტრიბუციისთვის და გადართვისთვის. გარდა უშუალოდ კაბელებისა, სისტემა მოიცავს ქსელურ ინფრასტრუქტურას, რომელიც აერთიანებს პასიურ და აქტიურ მოწყობილობებს, მარშრუტიზატორებს, კომუტატორებს, აგრეთვე ქსელურ გამოსასლელებს, საკომუტაციო პაჩ-პანელებს  და სხვა.

რადგან საოფისე IP-ტელეფონები განკუთვნილია შიდა მოხმარებისთვის, ის მოიცავს ავტომატურ სატელეფონო სადგურს და ჰქმნის მაღალხარისხიან და იაფ ლოკალური სატელეფონო ქსელს, ქალაქის სატელეფონო ხაზები კი ამ დროს თავისუფალია.  ქსელში ერთდროულად ჩართული აბონენტების რაოდენობა შესაძლოა იყოს ასეულობით. შიდა ზარების გაშვება ხდება არა ცალ-ცალკე სატელეფონო ხაზების მეშვეობით, არამედ შიდა არხებით. არ არის საჭირო ყველა მოწყობილობის შეერთება ერთმანეთთან. მონიტორინგი და აწყობა ხდება ინტერნეტის საშუალებით, რაც ამარტივებს მის მართვას. უნიფიცირების მეშვეობით, შესაძლებელია ხმოვანი შეტყობინების მიღება ელ. ფოსტაზე, ავტო მოპასუხის შექმნა, საერთაშორისო ზარებისთვის თანხის დაზოგვა.

პარტნიორი ბრედნები:

Alcatel-Lucent, Altitude, Genesys, V-tech, Cetic, Tiger, Speechpro; Verint.