ხმის ბიომეტრია
ხმა ადამიანის უნიკალური პერსონალური ფიზიკური მახასიათებელია და ერთ-ერთი გზაა მისი იდენტიფიცირებისა და ვერიფიცირებისთვის. ადამიანის ბიომეტრული მახასიათბლით ამოცნობის პროცედურა გულისხმობს, მისი ბიომეტრული მონაცემის შედარებას ადრე დაფიქსირებული ბიომეტრული მონაცემთან. ბიომეტრული სისტემა იმახსოვრებს და ქმნის ე.წ. შაბლონებს შემდგომი შედარებისა და იდენტიფიცირებისთვის, ერთხელ დამახსოვრებულ შაბლონს ყოველ მომდევნო ჯერზე აანალიზებს და ცნობს.
ხმის ბიომეტრიის საშუალებით სისტემას ერთჯერადად სჭირდება 20 წამი მომხმარებლის ხმოვანი ანაბეჭდის შესაქმნელად, ხოლო მის შემდგომ შემოწმებას – 3 წამი, რაც აუმჯობესებს როგორც თაღლითობის რისკს, ასევე მომხმარებლის აუთენტიფიკაციის დროს და შედეგად ზრდის მომსახურების ხარისხს.
საუბრის ანალიტიკა
მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაციისას, ხშირად ვიღებთ ისეთ დამატებით ინფორმაციას, რაც ახალ ბიზნეს შესაძლებლობად შეიძლება იქცეს. ამ პოტენციურად მნიშვნელოვანი ინფორმაციის აღრიცხვა და დამუშავება არსებითია მომხმარებლის საჭიროებაზე მყისიერი რეაგირებისა და ბიზნეს შესაძლებლობების გასაფართოვებლად. საუბრის ანალიტიკის ფუნქცია გეხმარებათ მსგავსი ტიპის ინფორმაციის დაფიქსირებასა და ანალიზში, რაც თქვენს საქმიანობაზე მორგებული ე.წ. ქივორდების საშუალებით მომხმარებელზე ორიენტირებულ, საუკეთესო მომსახურების მიმწოდებლად გაქცევთ.
პარტნიორი ბრენდები:
Verint.