Portfolio

დავით მეშველიშვილი

ტექნიკური ხარისხის უზრუნველყოფისა და  კონტროლის ხელმძღვანელი, კვლევებისა და განვითარების ტექნიკური ხელმძღვანელი, ექსპერტი სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით

პროფესიით ფიზიკოსი, რადიო ფიზიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მაგისტრი, ინჟინერი 25 წლიანი სამუშაო გამოცდილებით. 2006 წლიდან ვეზირის გუნდის გამორჩეული წევრია. სხვადასხვა დროს  ეკავა ინჟინრის, სისტემური ინჟინრის, ტექნიკური დირექტორის და მთავარი ტექნიკური ექსპერტის საპასუხისმგებლო პოზიციები. თავისი უშუალო საქმიანობის პარალელურად ტექნიკური პერსონალის მენტორობას და სწავლებასაც წარმატებით ართმევს თავს. დღეს ის ჩვენი ტექნიკური პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს აკონტროლებს და მაღალი საერთაშორისო სტანდარტით მუშაობას უზრუნველყოფს, ასევე, კვლევებისა და განვითარების მიმართულებით კომპანიის პოტენციალის გაზრდას და ახალ სფეროებთან შეჭიდების პერსპექტივებს ქმნის.

ბესიკ მუხიაშვილი

ბესიკ მუხიაშვილი

ინჟინერი, კომუნიკაციის სისტემების გუნდის ლიდერი

ფიზიკის ფაკულტეტის რადიო ფიზიკის მიმართულების დასრულების შემდეგ 1996 წლიდან მოყოლებული საინჟინრო სფეროში მოღვაწეობის 25 წლიანი გამოცდილება დააგროვა.  2005 წლიდან დღემდე ვეზირის გუნდის წევრი და კომუნიკაციების სისტემების ექსპერტია.  ის ასევე დამწყები ტექნიკოსებისა და ინჟინრების მენტორია და მათ თავის ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს.

შოთა აბაშიძე

კომუნიკაციის სისტემების ინჟინერი

თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის, რადიო ინჟინერიის მიმართულების დასრულების შემდეგ, 25 წლიანი გამოცდილებით სატელეკომუნიკაციო ინჟინერიის სფეროში მოღვაწეობს. 2006 წლიდან დღემდე ვეზირის გუნდის წევრი და ტელეკომუნიკაციის მიმართულების ექსპერტია.

ზურაბ გოგილიძე

ინჟინერი, უსაფრთხოების სისტემების გუნდის ლიდერი

პროფესიით ფიზიკოსი, 2005 წლიდან მოღვაწეობს საინჟინრო სფეროში, 2010 წლიდან დღემდე კომპანია ვეზირის ტექნიკური გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრია.  მან ტექნიკოსის პოზიციით დაიწყო და მოკლე დროში გახდა ჯერ უსაფრთხოების სისტემების ინჟინერი, შემდეგ სისტემური ინჟინერი, დღეს კი უსაფრთხოების სისტემების გუნდის ლიდერი და მენტორია.

კონსტანტინე ჭოველიძე

ინჟინერი, ელექტროობის სისტემების გუნდის ლიდერი

განათლებით ფიზიკოსი და ფილოსოფოსი, სერთიფიცირებული ელექტრო ინჟინერი და პროექტის მენეჯერი, 23 წელია მოღვაწეობს საინჟინრო სფეროში, 2008 წლიდან ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილია, სხვადასხვა დროს მუშაობდა პროექტების მენეჯერის და ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციებზე.  დღეს ელექტროობის სისტემების გუნდს ხელმძღვანელობს.

გიორგი ბაიაშვილი

Giorgi Baiashvili – Fire Detection and Suppression Engineer

სახანძრო დეტექციისა და ქრობის ინჟინერი

თბილისის აგრარული უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ტექნიკურ და საინჟინრო სფეროში მოღვაწეობის 15 წლიანი გამოცდილება დააგროვა.  2014 წელს ვეზირში მუშაობა ტექნიკოსად დაიწყო, მალევე გახდა უფროსი ტექნიკოსი, შემდეგ კი სახანძრო დეტექციისა და ქრობის ინჟინერი.

Go to Top