ვეზირი ტელეკომუნიკაციისა და უსაფრთხოების სისტემების ინტეგრატორი კომპანიაა.  ჩვენ 1996 წლიდან ვზრუნავთ, ამ სფეროში არსებული მსოფლიო მიღწევები ხელმისაწვდომი გავხადოთ რეგიონში მოქმედი ორგანიზაციებისთვის. კომპანიას განხორციელებული აქვს ორასზე მეტი პროექტი ასზე მეტი დამკვეთისთვის. ჩვენი ძირითადი მიმართულებებია ტელეკომუნიკაცია, IT, უსაფრთხოება, SCADA და ტელემეტრია.

საერთაშორისო სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობის დაცვა და კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება უწყვეტად მზარდი ხარისხის გარანტიაა, ხოლო მუდმივი გაუმჯობესება – ჩვენი უცვლელი რუტინა. ვეზირი საქმიანობს ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 მოთხოვნების შესაბამისად და 2008 წლიდან ფლობს ISO 9001  ხარისხის მართვის სერთიფიკატს ტელეკომუნიკაციის, ტელემეტრიის, ავტომატიზაციის და უსაფრთხოების სისტემების დიზაინის, მონტაჟის, გაშვების, გაყიდვების შემდგომი მომსახურების და კერძო დაცვითი საქმიანობისთვის.

 

რატომ გვირჩევენ ჩვენ?

კომპანიის მთავარი უპირატესობა სისტემური გადაწყვეტებია. ჩვენ გთავაზობთ არა მხოლოდ რომელიმე სისტემის შაბლონური პრინციპით დანერგვას, არამედ ჭკვიან და თქვენზე მორგებულ უნიკალურ გადაწყვეტას და ასევე, თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე,  რამდენიმე სხვადასხვა სისტემის ერთიან, ინტეგრირებულ მოდელს.

კომპანიის წარმატებას განაპირობებს ინოვაციური ხედვა, გამბედაობა, იყოს პირველი და მიზანი, რომ ემსახუროს სხვებს, გაამარტივოს მათთვის კომუნიკაცია თანამედროვე საშუალებებით და გაზარდოს უსაფრთხოების ხარისხი, დაცულობის გარანტია, რაც ყველას საქმიანობის წინაპირობაა.

ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოქმედმა ბიზნეს – თუ სახელმწიფო სუბიექტბმა მაქსიმალურად ისარგებლონ ყველა იმ კომფორტით, რასაც სფეროში არსებული მიღწევები სთავაზობს მსოფლიოს და მეტიც, არ დაკმაყოფილდნენ უკვე არსებული პროგრესით და იფიქრონ სრულიად ახალ, ჯერ განუხორციელებელ იდეებზეც კი, რათა მიიღონ მეტი და გახადონ მათი ყოველდღიურობა და სამუშაო პროცესი კიდევ უფრო პრაქტიკული, მოქნილი და დაცული, ჩვენი დახმარებით.