ხანძრები ბოლო დროს უსაფრთხოების სფეროს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მათ შედეგად მიღებული მძიმე გამოცდილების ფონზე განსაკუთრებით იმატებს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების გამართულობაზე მოთხოვნა, მით უმეტეს, რომ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა უკვე საკანონმდებლო ვალდებულებაა.
ჩვენ გთავაზობთ სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს, როგორიცაა, ხანძრის ავტომატური დეტექცია, ხმოვანი შეტყობინება და ევაკუაცია, ხანძრის ავტომატური ქრობა, ასევე ამ სისტემათა ინტეგრირებულ მოდელს, რომელიც კონკრეტული დაწესებულების უნიკალურ მოთხოვნებს პასუხობს. სისტემათა ინტეგრირების დროს რამდენიმე სისტემის ფუნქციები ერთად იყრის თავს და შესაძლებელი ხდება მისი ცენტრალიზებულად მართვა, ეფექტური მონიტორინგი, რისკების და საფრთხეების სწრაფი იდენტიფიცირება, ინციდენტის მიზეზის დროული დადგენა და რეაგირება, იზოგება რესურსები, შესაძლებელია, რეალურ დროში დაკვირვება ტელეფონით ან კომპიუტერული მოწყობილობით, ანგარიშგებაც საერთოა და უფრო სრულყოფილია.